საღამოს ამინდი მკვეთრად გაუარესდა

2017-06-06 21:34:17

მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოში +27, +32 გრადუსი იქნება. 7–11 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 7–9 ივნისს დასავლეთ საქართველოში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 ივნისს 2–4 გრადუსით დაიკლებს.