რუსთავის ცხელების ზონებში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან რუსთაველი 4 კოვიდინფიცირებულია.
ცხელების ზონაში, რომელიც კლინიკა "რუსთავშია" განთავსებული, კორონავირუსი 6 პაციენტს დაუდასტურდა, 2-მა სამედიცინო დაწესებულებას კახეთიდან მიმართა.
რაც შეეხება რუსთავში დადასტურებულ შემთხვევებს, პაციენტების ინფიცირების წყარო უცნობია. ინფიცირებულებს შორის არიან დედა-შვილი. კოვიდინფიცირებულების კონტაქტების მოკვლევის მიზნით მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოწყობილ ცხელების ზონაში კი კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტი კლინიკაში თბილისიდან შეიყვანეს.