"პირველივე ტურში უნდა მოვიპოვოთ დამაჯერებელი გამარჯვება" [photo]

2020-10-29 01:07:55

ძველ რუსთავში, სპორტის ქუჩაზე საზოგადოება რუსთაველებისა და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობით ახალი სპორტული მოედანი და საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.

რეაბილიტირებული სივრცეები ქართული ოცნების რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ, და პროპორციული სიის 45-ე ნომერმა, ალექსადრე დალაქიშვილმა, დაათვალიერეს.

"რუსთავში დავესწარით ახალი სივრცის გახსნას, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტების და ჩვენი შვილებისთვის უსაფრთხო. ასევე არის ახალი რეაბილიტირებული ქუჩა.

მიხარია, რომ ძველ რუსთავს ახალი სიცოცხლე შეემატა. სწორედ ასეთი პროექტებით შევძლებთ, რომ ჩვენი ქალაქი გავხადოთ კიდევ უფრო კომფორტული და მიმზიდველი",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა სოფელ მარტყოფშიც, სადაც  ნინო ლაცაბიძე, ალექსანდრე დალაქიშვილი და "ქართული ოცნების" პროპორციული სიის 77-ე ნომერი გიორგი შინჯიკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

"ჩვენ, მე, გიორგი და ნინო, ვართ ახლი გუნდი ამ რეგიონიდან. ჩვენს მხარეს არის მეგობრული გულწრფელობა, პატრიოტიზმი და სიყვარული ამ რეგიონის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი მარტყოფის.

გუნდს დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩემთვის პატივია გიორგი შინჯიკაშვილისა და ქალბატონი ნინოს გვერდზე დგომა.

მინდა ერთ რაღაცას შეგპირდეთ, რომ ჩვენს საქმესა და დაპირებაში იქნება გულწრფელობა...

მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ პირველივე ტურში ჩვენ უნდა მოვიპოვოთ დამაჯერებელი გამარჯვება, რათა ყველა ის ნდობა გავამართლოთ და უფრო მეტი ძალა მოგვეცეს, რომ უფრო მეტი საქმე გავაკეთოთ",- განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.