კონსტიტუციის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა [photo]

2020-10-29 00:07:57

რუსთავში, კონსტიტუციის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში კოსტავას N14-დან ასლანიკაშვილის ქუჩის კვეთამდე განახლდა ტროტუარები და დაიგო ფერადი ფილები, დამონტაჟდა ახალი გარე განათების ბოძები და მოეწყო ბორდიურები.

განახლებული ქუჩა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მოინახულა.

"პროექტი სამი ლოკაციისგან შედგება, ძირითადად იყო საპარკინგე ზოლი, ტროტუარები და გარე განათების სისტემა. კონკრეტულად კონსტიტუციის ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები და გარე განათება",- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

კონსტიტუციის ქუჩა ქალაქის მერთან ერთად ქვემო ქართლის მხარეში რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, "ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ და ასევე ქართული ოცნების პროპორციული სიის 45-ე ნომერმა ალექსანდრე დალაქიშვილმა დაათვალიერეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 255 693 ლარი დაიხარჯა.