რუსთავის ნაწილს ელ.ენერგია არ მიეწოდება

2020-10-28 12:54:05

რუსთავში, ლეონიძისა და შარტავას ქუჩის აბონენტებს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში"განუცხადეს, ელექტრო ენერგიის შეწყვეტის მიზეზი ქვესადგურზე მომხდარი ავარიაა. ადგილზე უკვე მისულები არიან კომპანიის წარმომადგენლები და პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

"ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ მაქსიმუმ 2 საათში ყველა აბონენტს ეტაპობრივად აღუდგება ელ.ენერგიის მიწოდება.