ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი

2017-06-06 19:39:25

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს ნავიდან ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი. მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ პირველი ქესალოს მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე ზ.ქ- ს მოპოვებული ჰქონდა 7 კგ. ხრამულის სახეობის თევზი.

მოქალაქეს ჩამოერთვა კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.