რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში ბიზნეს სექტორისა და საზოგადოება "რუსთაველების" თანამშრომლობით ახალი სპორტული მოედანი და საბავშვო კუთხე მოეწყო.
გასართობი და დასასვენებელი სივრცის გახსნას "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ადგილობრივებთან ერთად დაესწრო.
"მე-17 მიკრორაიონში დავესწარით ახალი რეკრეაციული სივრცის გახსნას. ეს არის მულტიფუნქციური სივრცე პატარებისთვის, მშობლებისთვის და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.
მიხარია, რომ რუსთავში არსებული ბიზნეს ჯგუფები და საზოგადოება "რუსთაველები" აქტიურად არიან ჩართული მსგავსი პროექტების განხორციელებაში. ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე ",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
საზოგადოება "რუსთაველების" ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხელაიას განცხადებით, დასასვენებელ და გასართობ სივრცეში მაღალი რეზოლუციის ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, რომლითაც მშობლებს შვილებისთვის თვალყურის დევნების საშუალება მიეცემა და ვანდალური ფაქტების თავიდან აცილება მოხდება.