რუსთავში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რუსთაველებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი წარუდგინა.
ნათელაშვილმა, ცენტრალურ პარკში შეკრებილ პარტიის მხარდაჭერებს სიტყვით მიმართა და მათი საარჩევნო პროგრამა გააცნო.
"რუსთავი ლეიბორისტული პარტიის დაბადების ადგილია. რუსთავი ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. ცნობილი შეკითხვა, რა გვეშველება და როდის, შეიძლება პასუხიგაცემული იქნას შემდეგნაირად, საქართველოს შეიძლება ეშველოს მაშინ, როდესაც რუსთავი დადგება ფეხზე, წარმოება და მრეწველობა ამუშავდება, ხალხი დასაქმდება, საქართველოს ბიუჯეტი შეივსება.
ეს ყველაფერი რუსთავის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ ყველამ ჩემი ჩათვლით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მალე რუსთავში შემოვიდეს ინვესტიციები, ამუშავდეს, აგუგუნდეს გაჩერებული წარმოება.
ყველა კანდიდატის მიმართ, ვინც რუსთავის ოლქში მაჟორიტარად იყრის კენჭს, ვადასტურებ პატივისცემას. ბევრს ჩვენ ვიცნობთ და ვთანამშრომლობთ მათთან, ასეც გაგრძელდება. მაგრამ მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ყოველგვარი პარტიულობის მიუხედავად, მიშა ქუმსიშვილის მსგავსი მებრძოლი, ინტელექტუალი, უკან დაუხეველი და საერაშორისოდ აღიარებული ფიგურა არ გვყავს, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიის წევრი იქნება.
ჩვენი მთავარი კონკურენტი არის ხელისუფლება და მისი წარმომადგენელი. ვუსურვებდი ამ წარმომადგენელს, რომ, ნორმალური ადამიანის შტაბეჭდილებას ტოვებს, ჩამოეხსნას საარჩევნო პროცესს, რადგან მისი უფროსობა ისედაც კარგავს ძალაუფლებას. ნუ აიტკივებს აუტკივარ თავს",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.