რუსთავში, მე-7 საჯარო სკოლა სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, მიზეზი პედაგოგისთვის covid19-ის დადასტურება გახდა.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს, სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე 27 ოქტომბრიდან გადავიდა.
"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს ლია ჯღარკავას დაუკავშირდა. ჯღარკავას განცხადებით, პედაგოგი სკოლაში ბოლოს პარასკევს, 23 ოქტომბერს იმყოფებოდა.
მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებლის დაინფიცირების გამო თვითიზოლაციაში გადავიდნენ, საკლასო ოთახებს 10 ნოემბრიდან დაუბრუნდებიან.