ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში პაციენტი დაღუპა

2017-06-06 18:53:51

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში შუახნის ქალბატონი მენინგოკოკცემიის ვირუსით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს სტაციონარში განთავსებამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. მისი გარდაცვალების მიზეზი კი ექიმისთვის დაგვიანებით მიმართვა გახდა. ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ქალბატონის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედიკოსების განცხადებით, ბოლო პერიოდში, საქართველოში ეს მენინგოკოკცემიის პირველი შემთხვევაა და ეპიდემიის გავრცელების რისკი არ არსებობს. თუმცა, კლინიკის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მაინც მიაწოდეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი