როდიდან გადადის რუსთავის სკოლები დისტანციურ სწავლაზე

2020-10-27 17:26:45

რუსთავის ყველა საჯარო სკოლა ოთხშაბათიდან, 28 ოქტომბრიდან, სამი დღით დისტანციურ სწავლაზე გადადის.

ამის მიზეზი წინასაარჩევნო სამზადისია. რუსთავის მასშტაბით საარჩევნო უბნები ყველა საჯარო სკოლაშია მოყწობილი და არჩევნების დღისთვის უბნების მომზადების გამო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

სასწავლო პროცესი ონლაინ 28, 29 და 30 ოქტომბერს იქნება.