რუსთავში ინფიცირებულთა რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა

2020-10-27 12:14:57

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავში კორონავირუსული ინფექციის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებირვი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრიდან მიაწოდეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვი რუსთავში რამდენჯერმე შეიცვალა და შედეგები დღის განმავლობაში, ეტაპობრივად ხდებოდა ცნობილი.

პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია და ისინი უვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.