ეპიდვითარება რუსთავში

2020-10-27 10:48:27

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის ცხელების ზონაში, კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ მიაწოდა.

რაზმაძის განცხადებით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში თბილისიდან შეიყვანეს და მისი ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია.

კოვიდინფიცირებულს რუსთავში კონტაქტების წრე არ უფქსურდება.