მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-10-27 00:52:21

27-30 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსი იქნება.

28–29 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს  ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს, დანარჩენ დღეებში კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 31 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.

თბილისში 27 და 29-31 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ოქტომბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი +18 გრადუსამდე დაიკლებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 27 ოქტომბერი +24°C, 28 ოქტომბერი +20°C, 29 ოქტომბერი +22°C, 30 ოქტომბერი +24°C.