რუსთავში წყლის მიწოდება შეეზღუდება

2020-10-26 18:00:11

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

26 ოქტომბერს, რუსთავი, აღმაშენებლის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 21:00-დან 27/10/-ის 08:00 საათამდე,  წყალმომარაგება შეუწყდება:

მე-11, 12, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20 და 21-ე  მიკრორაიონებს, ფალიაშვილი ქუჩის კენტ ნომრებს, მეგობრობის ქუჩა N29-დან N47-ის ჩათვლით, მეგობრობის 1 და 2 გასასვლელს, ლეონიძის, მესხიშვილის ქუჩას და გასასვლელებს, თოდრიას გასასვლებეს და ჩიხებს, შარტავას, ტაშკენტის, მოდებაძის, სანაპიროს, ალუბლების, ქუჩიშვილის ღლონტის, აღმაშენებლის, კიკვიძის ქუჩებს და ინტერნატების დასახლებას.