დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2017-2020 წლებში, ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.
დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება რუსთავში 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ცნობისთვის, განაცხადების მიღება რუსთავში, ცურტაველის ქ. N5ა-ში უკვე მიმდინარეობს.
განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც info@idp.gov.ge.