ქვემო ქართლის გუბერნატორმა წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

2017-06-06 16:53:14

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, მხარის გუბერნატორმა წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. ქვემო ქართლის მასშტაბით, 28 მოსწავლე, რომლებსაც საატესტატო გამოცდებზე საუკეთესო შედეგები ჰქონდათ, სიგელებით დაჯილდოვდნენ. გუბერნატორის განცხადებით, წარმატებული კურსადმთავებულებისთვის, იგეგმება ექსკურსია დმანისში. „ზოგადად, ბავშვების და ჩვენი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სტიმული მომავლის ხედვის და მიზნების დასახვის. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ მათ ხელს, რომ თავიანთი ცხოვრების სწორი და ნათელი მომავალი დაინახონ.“ - განაცხადა გუბერნატორმა.