რუსთავის საწარმოში კოვიდ19-ის შემთხვევები გაიზარდა

2020-10-26 00:40:55

რუსთავის "აზოტში" კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. covid19 საწარმოს კიდევ 3 თანამშრომელს დაუდასტურდა.

საწარმოს ხელმძღვანელის, ლევან ბურდილაძის განცხადებით, თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა 100-ზე მეტი ადამიანი.

როგორც ლეევან ბურდილაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, 7-დან კოვიდინფექციის აქტიური შემთხვევა მხოლოდ 6-ია. საწარმოს დირექტორის თქმით, 1 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.