აღმაშენებლის ქუჩაზე შხამიანი გველი ნახეს

2017-06-06 13:16:32

აღმაშენებლის გამზირზე (მე-16 მკრ), ერთ-ერთი ავტოსამრეცხაოს მიმდიბარე ტერიტორიაზე, გველი ნახეს. თვითხილველების ვარაუდით, ქვეწარმავალი შხამიანი იყო. მოქალაქეებმა გველი მოკლეს, თუმცა, ისინი "ინფო რუსთავთან" აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვეწარმავლების მომრავლებაზე საუბრობენ.

ქვეწარმავლის დაფიქსირების შემთხვევაში კი შეგიძლიათ დარეკოთ და გამოიძახოთ ჯგუფი რომელიც მათ გაუნვებელყოფაში დაგეხმარებათ. სამსახური 24 საათის მანძილზე მუშაობს, ცხელი ხაზი დღის საათებში 0341 24 10 44, 0341 29 37 75 ღამის საათებში 0341 22 47 37, 0341 22 00 05.