ინფიცირების ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-10-25 10:25:50

რუსთავში კოვიდ19-ით ნიფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა.

რუსთავის ცხელების ცენტრში, კორონავირუსული ინფექციის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კოვიდ19-ით ინფიცირების შემთხვევების მატების შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა.

შეგახსენებთ რომ, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნვეყოფის ცენტრის ინფორმაციით, 29 აგვისტოდან დღემდე, ქალაქში კორონავირუსული ინფექციის 372 შემთხვევაა დაფიქსირებული.