"რუსთაველების" და ეკო-აქტივისტების ურთიერთანამშრომლობით პირველი ნაბიჯები გადადგმულია! ჯეოსთილმა ჰაერის დაბინძურების შემცირების მოკლევადიანი გეგმა წარმოადგინა.
მისასალმებელია, რომ ჩვენს ქალაქში კიდევ ერთმა საწარმომ "ჯეოსთილმა", "რუსთაველების" და ეკო-აქტივისტების ძალისხმევით ჰაერის დაბინძურების შემცირების გეგმა წარმოადგინა. სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილის გათვალისაწინებით კი, საწარმოს ადმინისტრაციამ, VI მიკრო რაიონში საბავშვო გასართობი სივრცე და სპორტული მოედანი მოაწყო, სადაც "რუსთაველების" მწვანე პროექტი "ჩაერთეს" ფარგლებში მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაზეც ვიზრუნეთ. საბავშვო მოედნების მშენებლობას "ჯეოსთილი" ჭყონდიდელის დასახლებაში არსებული N6 სკოლის და N40 საბავშვო ბაღის მიმდებარედაც ახორციელებს.
წყარო: საზოგადოება რუსთაველები