რუსთავში 24-ე საჯარო სკოლის დაწყებითების მასწავლებელს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სკოლის დირექტორმა მანანა გოგოლაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ინფიცირებული მასწავლებელი სკოლაში ბოლოს 19 ოქტომბერს იმყოფებოდა, შესაბამისად მოსწავლეებთან ბოლო შეხებაც ამ დროს ჰქონდა.
გოგოლაძის თქმით, სკოლამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ორშაბათიდან, 26 ოქტომბრიდან, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელონ.