კოვიდ19-ის რამდენი ახალი შემთხვევა ფიქსირდება რუსთავში

2020-10-24 14:58:53

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნვეყოფის ცენტრში განუცხადეს, პასუხების ნაწილი გუშინ, დღის განმავლობაში, ეტაპობრივად გახდა ცნობილი. დღეს კი ქალაქში, ჯერჯერობით, კოვიდ19-ის ერთი ახალი შემთხვევაა დადასტურებული.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ისინი უკვვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.

ინფორმაციისთვის, რუსთავში 29 აგვისტოდან დღემდე კორონავირუსული ინფექციის 372 შემთხვევა დაფიქსირებული.