რუსთავში 4 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადასულია მე-10, მე-13 და მე-14 საჯარო სკოლები.
დისტანციურ სწავლებაზე ასევე გადავიდა რუსთავის 24-ე (გიმნაზია) საჯარო სკოლა.
ამ დროისთვის რუსთავში 7 პედაგოგს აქვს დადასტურებული კორონავირუსი.