რუსთავში, 23-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ამ დროისთვის შეწყვეტილია.
როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ბაღიდან 60-მდე აღსაზრდელი და 30-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ ტესტი კოვიდ19-ზე ჯერჯერობით არ ჩატარებიათ.
23-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 დღიანი თვითიზოლაციის რეჟიმის გასვლის შემდეგ განახლდება.