გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
ქვეყანაში 1941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ყველაზე მეტი თბილისში.
ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით:
თბილისში - 1034 შემთხვევა, აჭარაში - 320, იმერეთში - 258, ქვემო ქართლში - 107, შიდა ქართლში - 68, გურიაში - 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 49, კახეთში - 37, მცხეთა-მთიანეთში - 36, სამცხე-ჯავახეთში - 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 2.