ფიქსირდება თუ არა კოვიდ19-ის ახალი შემთხვევა რუსთავში

2020-10-24 10:58:38

რუსთავის ცხელების ზონაში კორონავირუსი 80 წლამდე ქალს დაუდასტურდა. როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განუცხადა, პირი კოვიდ19-ით შვილისგან დაინფიცირდა.

80 წლამდე ქალი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მას ქალაქში კონტაქტების წრე არ უფიქსირდება.

კოვიდინფიცირებული პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.