რუსთავში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა

2020-10-24 00:42:08

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 1 759 შემთხვევიდან, 9 რუსთავში დაფიქსირდა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრიდან აცნობეს, 7 ინფიცირების წყარო ცნობილია, 2 შემთხვევაზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს დადგენისა და ინფცირებულების კონტაქტების მოძიების მიზნით.

ცნობისთვის, აგვისტოდან დღემდე რუსთვაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 355-მდეა გაზრდილი. გამოჯანმრთელდა 200-მდე ადამიანი.