რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2-3 წლიანი და 3-4 წლიანი ბავშვების რეგისტრაცია ივნისში დაიწყება. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, ელექტრონული რეგისტრაცია სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება.
„ივნისში დაიწყება და დასრლულდება ყველანაირი რეგისტრაცია და დოკუმენტების მიღება, იმისთვის რომ სასწავლო წელს შევხდეთ გამართულები. ამჟამად პროგრამისტები მუშაოებენ და ისინი დაადგენენ ზუსტ რიცხვს როდის გაიმართება საიტი და იქნება შესაძლებელი რეგისტრაცია“ - განაცხადა ეკა ხუციშვილმა "ინფო რუსთავთან".
ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია, საიტზე : http://rustavikids.ge/ იქნება შესაძლებელი.