ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე.
ერთმანეთს მერსედესის მარკის მიკროავტობუსი და რენოს მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, #22 სამარშრუტო მიკროავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.