რუსთავში კორონავირუსული ინფექციის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ინფიცირების წყაროების დასადგენად ეპიდემიიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
29 აგვისტოს შემდეგ ქალაქში კორონავირუსის 300-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 150-მდე გამოჯანმრთელდა.