რუსთავში № 26 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კომპანიის შესარჩევად მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, სკოლის რეაბილიტაციის პირველადი ღირებულება 5 527 293 ლარია.
პროექტის მიხედვით იგეგმება: მთავარი შენობების რეაბილიტაცია, საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სარეაბილიტაციო შენობისთვის წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების მონტაჟი, მეტალო-პლასტმასის ფანჯრები შეიცვლება და დამონტაჟდება იზო-ალუმინისგან. ყველა არსებული კარი შეიცვლება მდფ-ის მასალით. ყველა სართულზე იატაკები და ჭერები
სრულად იქნება მოხსნილი და მოპირკეთდება.