კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავის ცხელების ზონაში

2020-10-22 10:51:46

რუსთავის ცხელების ცენტრში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციონისტმა მაია რაზმაძემ აცნობა.

მისი განცხადებით, ერთ-ერთ ინფიცირებული 80 წლამდე ქალია, რომელიც მანამდე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის შემდეგ დაინფიცირდა.

ხოლო მეორე პაციენტი 60 წლამდე მამაკაცია და უცნობია, თუ საიდან დაინფიცირდა. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დასადგენად.