ექნება თუ არა რუსთავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი

2017-06-05 16:20:36

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტის თანახმად, თვითთმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე შემცირდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მოხლოდ თბილისს, რუსთავს, ბათუმს, ქუთაისს და ფოთს. ინიციატივა 14 მუნიციპალიტეტის და 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანებას გულისხმობს. ამ პრინციპით შეიქმნება გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები. ამ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და კიდევ 20 კანონში შედის.