"დაუპიპინე ბიძინას" [photo]

2020-10-21 13:18:35

რუსთავში პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველოს" წევრებმა და აქტივისტებმა საავტომობილო აქცია პერფომანსი "დაუპიპინე ბიძინას" გამართეს.

როგორც "ინფო რუსთავს" პარტიის რუსთავის შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა განუცხადა, ავტომობილები რუსთავის ქუჩებს სიგნალებით შემოუვლიან, რის შემდეგაც თბილისში გადაინაცვლებენ.

თბილისში სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ევროპული საქართველოს მხარდამჭერები და პარტიის წევრები შეიკრიბებიან და აქციას ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დაასრულებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები