გუბერნატორს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს

2017-06-05 14:27:06

ქვემო ქართლის გუბარნატორს ახალი, მესამე მოადგილე ჰყავს. თანამდებობაზე კახაბერ კობერიძე დაინიშნა.  

დაიბადა 1965 წლის 31 იანვარს, ქ. რუსთავში.
1982-1987
წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1984-1987
წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე, ჟურნალისტიკის სპეციალობით.
1987
წელს დაინიშნა ქ. რუსთავის პროკურატურის სტაჟიორად.
1987
წლის 23 დეკემბრიდან მუშაობდა ქ. რუსთავის პროკურატურაში სტაჟიორად პროკურორის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ ქ. რუსთავის პროკურორის თანაშემწედ.
1989-1990
წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში სამმართველოს პროკურორის თანამდებობაზე.
1990-1993
წლებში მუშაობდა ბოგდანოვსკის (შემდგომში ნინოწმინდის) რაიონის პროკურორად.
1993-2001
წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჯერ სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ ამავე სამმართველოს უფროსად.
2001-2004
წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.
2004-2008
წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე.
2001
წლის 29 მაისს მიენიჭა იუტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება.
დაჯილდოებულია ღირსების მედლითა და ღირსების ორდენით.

უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში გავლილი აქვს სწავლების მოკლევადიანი კურსები.
2002
წლის 29 მაისს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2003
წლის 26 ივლისს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 19 დეკემბრის #872 განკარგულებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე პაატა ხიზანაშვილი, გრიგოლ ნემსაძემ 18 მაისს ჩაანაცვლა. განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად, შეიცვალნენ გუბერნატორის მოადგილეებიც. მოადგილეების თანამდებობას, ალექსანდრე მეტრეველი და ზაურ დარგალი იკავებენ.