ხანძარი რუსთავის კარფურთან [photo]

2020-10-20 23:36:12

ხანძარი რუსთავის კარფურთან.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნას გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით პლასტმასის ურნაში უცნობმა პირმა სიგარეტის ნამწვი ჩააგდო, ცეცხლი მალევე გავრცელდა ურნაში განთავსებულ მუყაოს ყუთებზე.

პლასტმასის ურნა მთლიანად დააიწვა.

როგორც თვითმხილველი ინფო რუსთავს უყვება, ცეცხლის ლოკალიზება მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა პირებმა მოახერხეს