ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

2020-10-20 19:26:36

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გარდაბანში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავებული 57 წლის ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"შემოყვანილია ქალი პოლიტრამვით, ტრავმული შოკით, 112-ის ეკიპაჟის მიერ, მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე და მიმდინარეობს შესაბამისი სამედიცინო კვლევები", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი განყოფილების უფროსმა თეა გელაშვილმა.