რუსთავის #24 საჯარო სკოლის, მესამე კლასის მოსწავლე კორონავირუსი დაუდასტურდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მოსწავლე, სკოლაში ბოლოს გასული კვირის ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს იმყოფებოდა.
"გიდასტურებთ რომ მოსწავლეს მართლაც დაუდასტურდა კოვიდ19, თუმცა ბავშვი უკვე 5 დღეა სკოლაში არ ყოფილა. კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე, ხოლო საკლასო ოთახს დეზინფექცია ჩაუტარდება", - განაცხადა #24 სკოლის დირექტორმა მანანა გოგოლაძემ.