რუსთავის საწარმოში კოვიდინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

2020-10-20 19:05:56

რუსთავის აზოტში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი 4-მდე გაიზარდა.

საწარმოს ხელმძღვანელის ლევან ბურდილაძის განცხადებით, ოთხი შემთხვევიდან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

"ერთი გამოჯანმრთელდა და სამი არის აქტიური შემთხვევა. 2 სტამბის თანამშრომელია, ერთი კი ელექტრო სარემონტო საამქროს თანამშრომელი. თვითიზოლაციაში საერთო ჯამში ამ დროისთვის 100-მდე თანამშრომელი რჩება",- განუცხადა ინფო რუსთავს ლევან ბურდილაძემ.

ბურდილაძის განცხადებით, ინფიცირებულების კონტაქტების მოპოვებისას სირთულეს წარმოადგენს, რომ პირები ვერ იხსენებენ, თუ ვისთან ერთად ისხდნენ სატრანსპორტო საშუალებაში.

თუმცა, მისივე განცხადებით, შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ პირბადის გარეშე ავტობუსში არცერთი თანამშრომელი არ ჯდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები