რუსთავში ქართულმა ოცნებამ საარჩევნო პროგრამა წარადგინა [photo]

2020-10-20 16:40:22

პოლიტიკურმა პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" რუსთავში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაცია პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გახსნა.

პროგრამის წარდგენაზე ასევე იმყოფებოდა "ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე.

"ჩვენმა გუნდა დღეს წარადგინა მნიშვნელოვანი 4 მიმართულების პრეზენტაცია, ეს არის ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს მიმართულებები, ის რასაც 4 წლის განმავლობაში გავაკეთებთ.

რუსთავისთვის მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულება, თუმცა გარემოს დაცვითი მიმართულება იყო უფრო მნიშვნელოვანი",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ნინო ლაცაბიძემ.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომელმაც ქვეყნის ინფრასტრუქტურაში განხორციელებული პროექტები შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებებზე  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები