საქართველოდან რეგულარული ფრენები ახლდება

2020-10-20 12:27:23

საქართველო 1 ნოემბრიდან საჰაერო სივრცის ნაწილს ხსნის.

ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ისაუბრა.

ავიაკომპანიებს საშუალება ეძლევათ, რომ უკვე არსებულ და ზოგიერთ ახალ მიმართულებებზე ფრენები განაახლონ.

თურნავას თქმით, რეგულარულ ფრენებთან ერთად დარჩება ჩარტერული ფრენებიც.

მინისტრის განცხადებით, ნოემბრიდან ფრენები ძირითადად ევროპის ქვეყნების მიმართულებით აღდგება.

ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს და ეს არის მთელი რიგი ევროპული მიმართულებები, მათ შორის ისეთებიც, სადაც აქამდე ჩარტერები სრულდებოდა. ასევე, სადაც ფრენები ტრადიციულად ხორციელდებოდა - მიუნხენი, პარიზი და რიგა, აქ ჩვენ ავიაკომპანიებს შევთავაზეთ გაზარდონ სიხშირეები. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს - ამსტრედამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვილნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი - ამ მიმართულებით შესაძლებელი იქნება დაიწყონ ფრენები ავიაკომპანიებმა, ვინც აქამდეც დაფრინავდა.

რაც შეეხება ფრენების სიხშირეებს და ა.შ. ეს დამოკიდებულია ავიაკომპანიების კომერციულ მდგომარეობაზე და ჩვენს მიდგომებზე, რადგან ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ავიარეისების ეტაპობრივი გახსნა მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, მთავრობა ფრენების განახლებას სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით მსოფლიოს კიდევ არაერთი ქვეყანის მიმართულებით გეგმავს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები