რუსთავის სკოლები 3 დღით დისტანციურ სწავლაზე გადადის

2020-10-20 11:56:51

რუსთავის ყველა საჯარო სკოლა სამი დღით დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადადის.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია მოწყობილი, 28, 29 და 30 ოქტომბერს სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავა.

"ის სკოლებში, სადაც არის საარჩევნო უბანი, არჩევნების მოსამზადებელი სამუშაოების გამო მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს დროებით დისტანციური სწავლების რეჟიმში გადავლენ",- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საარჩევნო უბანი რუსთავის ყველა საჯარო სკოლაშია მოწყობილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები