რუსთავში კრივის დარბაზს რეაბილიტაცია უტარდება

2020-09-19 20:10:37

რუსთავში მე-7 მიკრორაიონში არსებულ კრივის დარბაზს რეაბილიტაცია უტარდება.

20 წლიანი ისტორიის მქონე დარბაზში კრივის სამი რუსთაველი მსოფლიო ჩემპიონი აღიზარდა.

დარბაზში მიმდინარე სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ, ქართული ოცნების რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ, და ასევე ქართული ოცნების პროპორციული სიის 45-ე ნომერმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა, მოინახულეს.

გოგოლაძის განცხადებით, ახალი დარბაზი უფრო მეტი რუსთაველი ახალგაზრდის მოზიდვას და კრივით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

კრივის დარბაზში სარეაბილიტავიო სამუშაოები საზოგადოება "რუსთაველების" ხელშეწყობით მიმდინარეობს და რამდენიმე კვირაში რუსთაველი მოკრივეები ვარჯიშების გაგრძელებას განახლებულლ დარბაზში შეძლებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები