"შეგვეჯიბრონ რუსთავის სიყვარულში"

2020-10-20 19:31:43

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სიის 45-ე ნომერი ლექსო დალაქიშვილი "ინფო რუსთავის" კითხვის, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, რამდენად შეძლებს ნინო ლაცაბიძე რუსთავში არჩევნების პირველივე ტურში მოგებას, საპასუხოდ ამბობს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის კონკურენცია არ არის.

"ჩვენ ყველა კანდიდატს პატივს ვცემთ, არავის როლს არ ვაკნინებთ. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ კონკურენციაა. კი ბატონო, შეგვეჯიბრონ რუსთავის სიყვარულში, პრობლემა არ არის",- განაცხადა ლექსო დალაქიშვილმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები