რუსთავში, მე-2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ინფო რუსთავს სკოლის დირექტორმა ლალი ნაზღაიძემ დაუდასტურა.
მისივე ინფორმაციით, მოსწავლე რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა ბოლო დღეების განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ დადიოდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, გადავა თუ არა მოსწავლის ინფიცირების გამო მესამე კლასი გაკვეთილების დისტანციურ სწავლებაზე. ონლაინ გაკვეთილების ჩატარების მოთხოვნით, მშობლებმა სკოლის ადმინისტრაციას განცხადებით უნდა მიმართონ.
"აღნიშნული კლასი, სადაც მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, დისტანციურ სწავლებაზე ჯერ არ გადასულა, რადგან განცხადება ყველას არ აქვს დაწერილი. შეიძლება ყველას არ უნდა გადასვლა, იმიტომ რომ არ ეკუთვნით მაგათ გადასვლა. ეს ბავშვი ვისაც კოვიდი დაუდასტურდა ბოლო დღეების განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა, შეხება ბავშვებს ერთმანეთთან არ ქონიათ"- განაცხადა ლალი ნაზღაიძემ.
ცნობისთვის, მეორე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლის ინფიცირების წყარო მშობელია, რომელიც მე-14 საჯარო სკოლის მანდატურია.