"ფაქტი გადაეცემა კრიმინალურ პოლიციას და დაიწყება გამოძიება"

2020-10-19 13:29:04

პოლიტიკური პარტია "ქართული მარშის" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სუარიშვილიმა შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

სუარიშვილი პარტია "ლელოს" კანდიდატს ბრალს სდებს, რომ ის "ქართული მარშის" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატებს ხევს და მის ადგილას "ლელოს" პლაკატებს აკრავს.

"პატრული გამოვიძახე იმის გამო, რომ ლელოს კანდიდატი სისტემატიურად ჩვენს პლაკატებს ხევს და თავიანთებს აკრავენ. ეს ხდება მთელი ქალაქის მასშტაბით.

საპატრულო პოლიციამ დააფიქსირა ფაქტი, ეს გადაეცემა კრიმინალურ პოლიციას და დაიწყება გამოძიება",- განუცხადა ინფო რუსთავს დავით სუარიშვილმა.

ქართული მარშის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის მთავარი მოთხოვნაა, რომ ლელოს წარმომადგენლებმა ხელი აღარ შეუშალონ ქართული მარშს წინასაარჩევნო კამპანიაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები