აპირებს თუ არა ნინო ლაცაბიძე დებატებში მონაწილეობას

2020-10-19 18:22:32

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული  საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე "ინფო რუსთავის" ეთერიდან ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა დებატებში რამდენჯერმე გამოიწვიეს.

საინფორმაციო სააგენტოს კითხვას, აპირებს თუ არა ნინო ლაცაბიძე დებატებში მონაწილეობის მიღებას, მაჟორიტარობის კანდიდატი გვპასუხობს: "ჩვენ ჯერ არჩევნებამდე კიდევ გვაქვს დრო. აქტიური წინასაარჩევნო კამპანია გვაქვს, ვხვდებით ძალიან ბევრ ადამიანს და დავდივართ მოსახლეობაში, ალბათ არ იქნება პრობლემა, არჩევნებამდე გვაქვს ჯერ კიდევ დარჩენილი 13 დღე".

"ინფო რუსთავი" მზადაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატებს დებატებისთვის დრო დაუთმოს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები