ახალგაზრდობის პარკში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

2017-06-05 11:25:58

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,რუსთავის ახალგაზრდობის პარკში, არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორია სუფთავდება. სამუშაოებს ააიპ დასუფთავების სამსახური ახორციელებს. ტერიტორია სხვადასხვა ნარჩენებისგან იწმინდება.დასუფთავების სამსახური მსგავს სამუშაოებს ეტაპობრივად ქალაქის მასშტაბით ახორციელებს.