რუსთავის ცხელების ზონაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.
სამივე შემთხვევა მანამდე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტებია და ისინი თბილისში კოვიდსამკურნალო ცენტრებში გადაჰყავთ.